გაკვეთილის მთავარი თემა
| წილადები |
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები დაფიქრდებიან შემთხვევებზე, როდესაც მთელი რიცხვები არ არის საკმარისი, გარკვეული მდგომარეობის აღსაწერად ან სიდიდის გამოსასახად. როგორ ჩავწეროთ, დავითვალოთ ერთეულის ნაწილები?
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება.
· კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს.
· გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს; ითვლის ასეთი ნაწილების შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით).
|
წინასწარი ცოდნა
|
გააზრებული აქვთ ისეთი ცნებები როგორიცაა: განახევრება, ტოლ ნაწილებად დაყოფა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში რამდენად აქტიურები იქნებიან მოსწავლეები, როგორ იმსჯელებენ საკითხის ირგვლივ. დამოუკიდებელი სამუშაოს მიხედვით შევაფასებ ინდივიდუალურად განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პერსონალური კომპიუტერი, პროექტორი, MS PowerPoint, წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია, დავალება დამოუკიდებელი სამუშაოსათვის, რვეული, კალამი, ფანქარი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
სიის ამოკითხვა - 2-3წთ.
მოლოდინის განსაზღვრა, გამოწვევა:
5-7წთ.
· ბებომ შვილიშვილებს გამოუცხო პიცა, დაჭრა ექვს ტოლ ნაწილად. ნინომ და ბექამ თითო ნაჭერი მიირთვეს. ხაჭაპურის რა ნაწილი დარჩა თეფშზე?
პრეზენტაციის პირველი სლაიდის მიხედვით ვაგრძელებ შეკითხვების დასმას. ცოდნის კონსტრუირება / შინაარსის რეალიზება:
მინი ლექცია 8-10წთ.
პირველ სლაიდზე მოცემული სურათების ქვეშ ჩავწერ შესაბამის წილადებს და განვმარტავ შინაარსს: წილადის ხაზს, მრიცხველსა და მნიშვნელს.
10-15წთ.
2-6 სლაიდზე მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ მოცემულ შემთხვევებს, დავსვამ კითხვებს, მე-5 სლაიდზე სამკუთხედი და წრე არ არის დაყოფილი ტოლ ნაწილებად, სწორედ ამ მომენტზე უნდა გავამახვილო ყურადღება.
გამთლიანება:
მოსწავლეებს დავურიგებ 8-10წთ. დამოუკიდებელი სამუშაოსათვის ფურცლებს (გამზადებული დავალებებით)
საშინაო დავალება - 2წთ. (მე-7 სლაიდი)
|
სასარგებლო ბმულები მოსწავლეებისთვის:
No comments:
Post a Comment